სანქტ-პეტერბურგში სამჯერ აჟღერებული საქართველოს ჰიმნი
21:50, 17.12.2017
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სანქტ-პეტერბურგის მასტერსზე გამოსვლა ბრწყინვალე შედეგით დაასრულა. რუსეთში გამართულ წლის პრესტიჟულ დასკვნით ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ხუთი მედალი მოიპოვეს, აქედან 3 ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.
სანქტ-პეტერბურგის დარბაზში დღეს საქართველოს ჰიმნი სამჯერ აჟღერდა.