სანიოლმა ქვილითაიას ნაცვლად მიქელთაძე გამოიძახა - მივიღე გადაწყვეტილება, ჩაკვეტაძეს მხარდაჭერა გამოვუცხადო #1TVSPORT
სანიოლმა ქვილითაიას ნაცვლად მიქელთაძე გამოიძახა - მივიღე გადაწყვეტილება, ჩაკვეტაძეს მხარდაჭერა გამოვუცხადო #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი შეკრების დაწყებამდე სასტუმრო „შერატონში“ მედიას შეხვდა და კითხვებს უპასუხა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეფა-ს ერთა ლიგის მატჩებისთვის გამოძახებულ და გამოუძახებელ ფეხბურთელებზე ისაუბრა.

შემადგელობაში პირველი ცვლილება უკვე მოხდა, გიორგი ქვილითაიას პრობლემები აქვს და ვერ დაგვეხმარება, მის ნაცვლად კი ბექა მიქელთაძეს დავიმატებთ.

ჩაკვეტაძეს ბოლო პერიოდში საერთოდ აღარ უთამაშია, მაგრამ გამოვიძახე, რადგან მივიღე გადაწყვეტილება, მხარდაჭერა გამოვუცხადო. გიორგის ვესაუბრე, იცის, რომ შეიძლება სასტარტო შემადგენლობაში არ იყოს, მაგრამ ჩვენთან იქნება.

ვოლკოვმა უზბეკთთან შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და კარგად ითამაშა, მაგრამ ალბანეთთან უკვე გარკვეული პრობლემები ჰქონდა თავდაჯერებასთან დაკავშირებით. მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალში ის ნაკრებს აუცილებლად დაეხმარება.

ერთა ლიგის ჯგუფს რაც შეეხება, გიბრალტარი აუტსაიდერად მიიჩნევა. ბულგარეთს ბოლო წლებში პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ახლა ისევ ძველი პოზიციის დაბრუნებას ცდილობს. ჩრდილოეთ მაკედონია კი ძლიერი გუნდია, ალბათ, ჯგუფში საუკეთესოც, ახლახანს იტალია დაამარცხა. მაგრამ ჩვენც გავიზარდეთ..“

საქართველოს ნაკრები მოსამზადებელ ეტაპს იწყებს ერთა ლიგის მატჩებისთვის – გუნდი ივნისში ერთა ლიგაზე 4 შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი პირველ მატჩს უეფა-ს ერთა ლიგაზე 2 ივნისს გიბრალტარის წინააღმდეგ „დინამო არენაზე“ ჩაატარებს. 5 ივნისს, სტუმრად, ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ივნისს ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიაში ითამაშებს. ივნისის ბოლო შეხვედრა 12 ივნისს, საქართველოსა და ბულგარეთს შორის თბილისში გაიმართება. გუნდი მატჩებისთვის 24 მაისიდან თბილისში შეიკრიბება.

საქართველოს ნაკრების განრიგი უეფა-ს ერთა ლიგაზე:

2 ივნისი, 20:00

საქართველო-გიბრალტარი

5 ივნისი, 22:45

ბულგარეთი-საქართველო

9 ივნისი, 22:45

ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველო

12 ივნისი, 20:00

საქართველო-ბულგარეთი

23 სექტემბერი, 20:00

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია

26 სექტემბერი, 22:45

გიბრალტარი-საქართველო