სანიოლი მიქაუტაძის არჩევანმა გაახარა - მოხარული ვარ, რომ ნახევრად ფრანგი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს #1TVSPORT
სანიოლი მიქაუტაძის არჩევანმა გაახარა - მოხარული ვარ, რომ ნახევრად ფრანგი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე  მარტის სანაკრებო მატჩებში გიორგი მიქაუტაძის გამოძახებასა და ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე ილაპარაკა. 

„მიქაუტაძეს პირადად ვესაუბრე. საკითხი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა მონდომებისა და მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა.

მიხარია, რომ სანახევროდ ქართველი და სანახევროდ ფრანგი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს. კარგი ფეხბურთელია და საქართველოს ფედერაციამ კარგად იმუშავა“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.