სანიოლი ეროვნული ლიგის მწვრთნელებს შეხვდა #1TVSPORT
სანიოლი ეროვნული ლიგის მწვრთნელებს შეხვდა #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ეროვნული ლიგის კლუბების მწვრთნელებს  შეხვდა.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ვილი სანიოლი ადგილობრივი კლუბების მწვრთნელებს „სასტუმრო შერატონში“ შეხვდა, სადაც შეკრებაზე მყოფი ეროვნული ნაკრები დაბინავდა.

ვილი სანიოლმა საქართველოში ცხოვრება და ქართული ფეხბურთის ახლოდან გაცნობა გადაწყვიტა. ამჯერად კი, სფფ-ს პრესსამსახურის ცნობით, ქართველ მწვრთნელებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჰქონდა.

„ეროვნული ნაკრებისა და კლუბების მწვრთნელებს შორის საუბარი ორი საათი გაგრძელდა. მხარეებმა ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს და შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები მომავალში გაიმართება“, – წერია სფფ-ს ცნობაში.