სანებლიძე და მაისურაძე ყაზანის გრანდ სლემის ნახევარფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT
სანებლიძე და მაისურაძე ყაზანის გრანდ სლემის ნახევარფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

ყაზანის გრანდ სლემის დასკვნით მესამე დღეს ოთხი ქართველი – იმედა გოგოლაძე (90), ლუკა მაისურაძე (90), ონისე სანებლიძე (100) და მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი ტურნირზე საქართველოს ნაკრებისთვის მედლების მოსაპოვებლად გამოვიდნენ, საიდანაც მხოლოდ ორი მათგანი აგრძელებს ასპარეზობას.

მეოთხედფინალში ონისე სანებლიძე სერბ კუკოლს დაუპირისპირდა და მეტოქე სუფთა გამარჯვებით დაამარცხა. ნახევარფინალში იგი ნიდერლანდელ ძიუდოისტს შეხვდება. ტურნირზე კარგად ასპარეზობს ლუკა მაისურაძეც, მან მეოთხედფინალში ისრაელის წარმომადგენელ ლი კოჰმანს რამდენიმე წამში სუფთა გამარჯვებით მოუგო და ნახევარფინალში იაპონელ ძიუდოისტს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ, ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია. ტურნირის გამარჯვებული ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ) გახდა, ხოლო მესამე ადგილი ნუგზარ ტატალაშვილმა (73) დაიკავა. წინასწარი შეხვედრები დღეს თბილისის დროით 12 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 გაიმართება.