სანებლიძე მეოთხედფინალშია, მაისურაძემ ორ დაპირისპირებაში გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT
სანებლიძე მეოთხედფინალშია, მაისურაძემ ორ დაპირისპირებაში გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT

ყაზანის გრანდ სლემის დასკვნით მესამე დღეს ოთხი ქართველი – იმედა გოგოლაძე (90), ლუკა მაისურაძე (90), ონისე სანებლიძე (100) და მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი ტურნირზე საქართველოს ნაკრებისთვის მედლების მოსაპოვებლად გამოვიდნენ, საიდანაც მხოლოდ ორი მათგანი აგრძელებს ასპარეზობას.

ლუკა მაისურაძემ ორი შეხვედრა სუფთა გამარჯვებით მოიგო და მესამე წრეში გერმანელ ტიმ შმიტდს შეხვდება.

მეოთხედფინალისთვის ბრძოლაში ონისეს უზბეკ ხურამოვთან რთული ბრძოლა გადახდა. ძირითადი დრო უქულოდ დასრულდა, დამატებითი დროის 2:55 წუთზე ონისემ მარტივი ილეთით ეფექტურად დაამარცხა უზბეკი მოწინააღმდეგე.

მეოთხედფინალში ონისე სერბ კუკოლს დაუპირისპირდება.

 

შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია. ტურნირის გამარჯვებული ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ) გახდა, ხოლო მესამე ადგილი ნუგზარ ტატალაშვილმა (73) დაიკავა. წინასწარი შეხვედრები დღეს თბილისის დროით 12 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 გაიმართება.