სანებლიძე და მაისურაძე ყაზანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ #1TVSPORT
ყაზანის გრანდ სლემის დასკვნით მესამე დღეს ოთხი ქართველი – იმედა გოგოლაძე (90), ლუკა მაისურაძე (90), ონისე სანებლიძე (100) და მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი ტურნირზე საქართველოს ნაკრებისთვის მედლების მოსაპოვებლად გამოვიდნენ, საიდანაც ფინალურ ბლოკში მხოლოდ ორ მათგანს ვიხილავთ.
ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ონისე სანებლიძემ ნიდერლანდელ ძიუდოისტ კატარინასთან ვერაფერი მოახერხა და ბრინჯაოს მედლისთვის რუს ბილალოვს შეხვდება. ტურნირზე კარგად ასპარეზობს ლუკა მაისურაძეც, მან მეოთხედფინალში ისრაელის წარმომადგენელ ლი კოჰმანს რამდენიმე წამში სუფთა გამარჯვებით მოუგო, მაგარამ სამწუხაროდ ნახევარფინალში იაპონელ მურაოსთან დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში დამარცხდა და მესამე ადგილისთვის ფრანგ ძიუდოისტთან იჭიდავებს.
შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია. ტურნირის გამარჯვებული ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ) გახდა, ხოლო მესამე ადგილი ნუგზარ ტატალაშვილმა (73) დაიკავა. წინასწარი შეხვედრები დღეს თბილისის დროით 12 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 გაიმართება.