სანე „ბაიერნში“ მეცხრე ნომრით ითამაშებს
სანე „ბაიერნში“ მეცხრე ნომრით ითამაშებს

მიუნხენის „ბაიერნი“ მზად არის, მომავალ სეზონში მეცხრე ნომერი მისცეს „მანჩესტერ სიტის” შემტევ ნახევარმცველს ლეროი სანეს.

დღეისთვის, გერმანიის ჩემპიონის რიგებში მეცხრე ნომრით ბრაზილიელი შემტევი ფილიპე კოუტინიო თამაშობს, რომელზეც უფლებები „ბარსელონას“ გააჩნია. იტყობინებიან, რომ მიუნხენური კლუბი არ აპირებს კოუტინიოს იჯარის გაგრძელებას, ხოლო „ცხრიანს“ სანეს მისცემს. ლეროი ახლოს არის გერმანულ კლუბში გადასვლასთან.

აღვნიშნავთ, რომ კოუტინიომდე მეცხრე ნომრით ცხრა წელი არიენ რობენი თამაშობდა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ 23 წლის სანე „ბაიერნში“ გადასვლისთვის მზად არის, ხელფასის 30 პროცენტით შემცირებას დათანხმდეს.