სანე „ბაიერნში“ გადასასვლელად მზად არის, რომ ხელფასის 30 პროცენტი დათმოს
სანე „ბაიერნში“ გადასასვლელად მზად არის, რომ ხელფასის 30 პროცენტი დათმოს

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ლეროი სანე იმდენად არის დაინტერესებული მიუნხენურ კლუბში გადასვლით, რომ ზად არის სერიოზულ კომპრომისებზე წავიდეს, – იუწყება Bild.

გამოცემის ინფორმაციით, „ბაიერნის“ ფორმის მორგების სანაცვლოდ სანე თანახმაა, რომ ახლანდელი ხელფასის 30 პროცენტს შეელიოს. მიუნხენელებს კი ისღა რჩებათ, რომ ინგლისურ კლუბთან ტრანსფერის თანხა შეათანხმონ.

ლეროი სანეს კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“ 2021 წლამდეა ძალაში. შესაბამისად, ინგლისელებს უნდა აწყობდეთ, რომ მიუნხენურ კლუბთან ხელსაყრელ შეთანხმებას მიაღწიონ.

აღსანიშნავია, რომ ლეროი სანეს შეძენას „ლივერპულის“ ხელმძღვანელობაც ფიქრობს.