იტალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, „ბრეშას“ ნახევარმცველი სანდრო ტონალი „მილანის“ ფეხბურთელი გახდება.
როგორც იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, მიღწეულია სრული შეთანხმება ფეხბურთელის იჯარაზე. ეს გარიგება „მილანს“ 10 მილიონი ევრო დაუჯდება, ერთი წლის შემდეგ კი ტონალის 25 მილიონ ევროდ გამოისყიდის.
ასევე შეთანხმებულია ტონალისთან პირადი კონტრაქტის პირობები, რომელიც ჟურნალისტებისთვის ჯერჯერობით უცნობი დარჩა.
ტონალისთვის ბრძოლაში ფავორიტი „ინტერი“ იყო, რომელსაც ნახევარმცველთან ჯერ კიდევ აპრილში ჰქონდა შეთანხმებული კონტრაქტი, მაგრამ მილანურმა კლუბმა ვერ შეძლო „ბრეშასთან“ სატრანსფერო თანხაზე მოლაპარება.