სანდრო ტონალი „მილანში" გადავიდა
სანდრო ტონალი „მილანში" გადავიდა

„მილანმა“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა „ბრეშას“ ნახევარმცველის სანდრო ტონალის ტრანსფერის შესახებ.

ეს იქნება ერთწლიანი იჯარა სეზონის შემდეგ გამოსყიდვის უფლებით. “მილანს“ არ დაუზუსტუბია იჯარის თანხა, თუმცა, ადრე პრესამ დაწერა, რომ „როსონერი” 10 მილიონს გადაუხდის „ბრეშას“, შემდეგ კი ფეხბურთელის კონტრაქტს 15 მილიონად გამოისყიდის. კიდევ 10 მილიონის გადახდა გათვალისწინებულია ბონუსების სახით.

20 წლის ტონალი უკვე ჩამოყალიბდა ახალ კლუბში სათამაშო ნომერთან დაკავშირებით – ის “მილანში“ მერვე ნომრით ითამაშებს.

გასულ სეზონში ტონალიმ სერია A-ში 23 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა.

დატოვე კომენტარი