სანდრო ტონალი „ინტერთან“ კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს
სანდრო ტონალი „ინტერთან“ კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს

„მილანის“ ინტერი ახლოს არის „ბრეშას“ ნახევარმცველ სანდრო ტონალის გადაბირებასთან. ამ ინფორმაციას „კალჩომერკარტო“ ავრცელებს. წყაროს ცნობით, კლუბები მოლაპარაკების ბოლო სტადიაში იმყოფებიან და უახლოეს მომავალში შეთანხმება შედგება. როგორც ირკვევა, „ბრეშა“ არ დათანხმდა „ინტერის“ მიერ შეთავაზებულ 30 მილიონს და მილანელები ახალგაზრდა ფეხბურთელში 50 მილიონს გადაიხდიან.

სანდრო ტონალი „ბრეშას“ აღზრდილია და გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად 2017 წელს, 17 წლის ასაკში ითამაშა.