სანდრო ტონალი „ინტერში“ გადასასვლელად ემზადება
სანდრო ტონალი „ინტერში“ გადასასვლელად ემზადება

„ბრეშას“ საყრდენი ნახევარმცველი სანდრო ტონალი, დიდი ალბათობით მილანის „ინტერის“ მოთამაშე გახდება, – იუწყება Corriere dello Sport.

გამოცემის ინფორმაციით, ტონალი „ინტერში“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადავა და თავად ფეხბურთელიც ამ გარიგების მომხრეა.

მილანურ კლუბში გეგმავენ, რომ 20 წლის ტონალი იჯარით აიყვანონ, 50 მილიონ ევროდ კი გამოსყიდვის უფლება ჰქონდეთ.

მიმდინარე სეზონში სანდრო ტონალიმ „ბრეშას“ შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.