სანდრო ტონალი „ინტერის“ მთავარი სამიზნეა
სანდრო ტონალი „ინტერის“ მთავარი სამიზნეა

„ბრეშას“ 19 წლის ნახევარმცველი სანდრო ტონალი „ინტერის“ მთავარი სამიზნეა. ამ ინფორმაციას იტალიური „გაძეტა დელო სპორტი“ ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, მილანელთა მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს მოსაზრებას გუნდის ხელმძღვანელობაც ეთანხმება. ირკვევა, რომ ამ ტრანსფერის გულისთვის ზაფხულში გუნდს ნახევარმცველები ბორხა ვალერო, მატიას ვესინო და რობერტო გალიარდინი დატოვებენ.

სანდრო ტონალი „ბრეშას“ აღზრდილია და ამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში დებიუტი 2017 წელს, 16 წლის ასაკში ჰქონდა.