სანდრო რაქვიაშვილი - რამდენჯერ იყო დაანონსებული ბოლო გარდამტეხი საპროტესტო აქცია, ერთ დღეს სალომე ზურაბიშვილს შეიძლება, სააკაშვილის შეწყალება სთხოვონ, მეორე დღეს აგინონ
სანდრო რაქვიაშვილი - რამდენჯერ იყო დაანონსებული ბოლო გარდამტეხი საპროტესტო აქცია, ერთ დღეს სალომე ზურაბიშვილს შეიძლება, სააკაშვილის შეწყალება სთხოვონ, მეორე დღეს აგინონ

ოპოზიციონერი დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მენეჯმენტში სერიოზული პრობლემები აქვს.

სანდრო რაქვიაშვილის თქმით, არა მხოლოდ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიაზეა საუბარი.

„პარტიის მიერ არათანმიმდევრული ნაბიჯები გადაიდგა, იდეების დეფიციტი აქვს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მენეჯმენტის პასუხისმგებლობაა. მათ შორის, ნიკა მელიასი, რადგან ის იმით გამოირჩევა, რომ არაფერი ვიცით მის პოლიტიკურ შეხედულებებზე და იმის შესახებ, თუ რა პოზიციები აქვს, გარდა იმისა, რომ ტელევიზორში ხშირად არის და ბევრს ლაპარაკობს. ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ თავის გუნდში ვერ დალაგდება და ისეთ ადამიანებს ვერ იპოვის, რომლებიც პოლიტიკურ პროცესს ადეკვატურად წარმართავენ, მანამდე პრობლემები იქნება. არ მგონია, პრობლემა მხოლოდ ნიკა მელია იყოს, თუმცა მელიაზეც დიდი პასუხისმგებლობაა. რამდენჯერ იყო დაანონსებული ბოლო, გარდამტეხი საპროტესტო აქცია? რა გავლენა იქონია ამ აქციებმა და რამდენჯერ არც შედგა? რამდენად უიდეოა ეს აქციები? ზოგჯერ ვერც მიხვდები, რა მიზანი აქვს; ან თუნდაც პარტიული ტელევიზიები როგორ მუშაობენ? ერთ დღეს სალომე ზურაბიშვილს შეიძლება, სააკაშვილის შეწყალება სთხოვონ, მეორე დღეს აგინონ. ეს ყველაფერი პარტიის პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.