სანდრო მამუკელაშვილმა „ვაშინგტონთან“ 10 ქულა ჩააგდო [ვიდეო] #1TVSPORT

„სან ანტონიოს“ შემადგენლობაში მორიგი მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილმა. ტეხასური გუნდი აშშ-ის დედაქალაქს ესტუმრა და ადგილობრივ „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ 124:136 დათმო.

ქართველი მეფარე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

მამუკელაშვილმა 6-დან 5 ორქულიანი ჩააგდო. მოედანზე საუკეთესო ტრავმის შემდეგ დაბრუნებული კელდონ ჯონსონი გახდა, რომელმაც 30 წუთში 30 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. კეიტა ბეიტ-დიოპმა 20 ქულა მიითვალა, მაკაქი ბრენჰემის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა.

19 მოგებით და 55 წაგებით „სან ანტონიო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-14 ადგილზეა და მხოლოდ „ჰიუსტონ როკეტსს“ უსწრებს. შემდეგი მატჩი მამუკელაშვილის გუნდს ისევ სტუმრად, ამჯერად „ბოსტონ სელტიქსთან“ ელის. ამით „სპურსი“ აღმოსავლეთის ოთხმატჩიან ტურნეს დაასრულებს და სან ანტონიოში დაბრუნდება.