სანდრო მამუკელაშვილმა სეზონი „ტორონტოსთან“ მოპოვებული 12 ქულით დაასრულა #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილმა სეზონი „ტორონტოსთან“ მოპოვებული 12 ქულით დაასრულა #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის ბოლო ტურში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ საკუთარ მოედანზე „ფინიქს სანსს“ შეხვდა და 125:118 გაიმარჯვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 19 წუთი გაატარა. მამუკელაშვილმა ამ დროში გუნდს 12 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. მან თამაშიდან 6 ბურთი ჩააგდო.

რეგულარული სეზონი „სან ანტონიომ“ 34 გამარჯვებითა და 48 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე დაასრულა. გუნდმა თებერვალში ლიდერი ვიქტორ ვემბანიამა ტრავმის გამო დაკარგა და პლეი ოფში გასვლისთვის ბრძოლა ვეღარ მოახერხა.

დასრულებული რეგულარული სეზონის მანძილზე მამუკელაშვილი თამაშში საშუალოდ მიღებულ 11.2 წუთში – 6.3 ქულას, 3.1 მოხსნასა და 0.8 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. მან 61 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მიმდინარე სეზონში საქართველოს ნაკრების მოთამაშე NBA-ის რეკორდსმენიც გახდა. ის პირველი მოთამაშეა, რომელმაც 20 წუთზე ნაკლებ სათამაშო დროში ერთ შეხვედრაში 34 ქულას მოუყარა თავი.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს პლეი ინში ითამაშებს და პლეი ოფში გასასვლელად იბრძოლებს გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“. ქართველის გუნდის მეტოქე „ატლანტა ჰოუქსი“ იქნება.