სანდრო მამუკელაშვილმა „საკრამენტოს“ წინააღმდეგ „სან ანტონიოს“ 7 ქულა შესძინა #1TVSPORT
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ და „საკრამენტო კინგსთან“ სტუმრად 109:127 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 8 წუთი მიიღო, ამ დროის მანძილზე კი თავის გუნდს 7 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა. მამუკელაშვილმა 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.
„სან ანტონიოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 25 ქულით სტეფონ კასტლი იყო, ხოლო შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე – „საკრამენტოს“ უკანახაზელი ზაკ ლავინი გახლდათ 36 ქულით.
ამ მომენტისთვის 26 გამარჯვებითა და 35 მარცხით „სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.