სანდრო მამუკელაშვილმა „ნიუ ორლეანთან“ შეხვედრა 10 ქულით დაასრულა #1TVSPORT
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ საკუთარ მოედანზე „ნიუ ორლეან პელიკანსს“ დაუპირისპირდა და 119:115 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 11 წუთი და 54 წამი მიიღო. ამ სათამაშო დროის მანძილზე მამუკელაშვილმა გუნდს 10 ქულა, შვიდი მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა შესძინა.
„სან ანტონიოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 22 ქულა დევინ ვასელის ანგარიშზე იყო, ხოლო შეხვედრა 19-19 ქულით დაასრულეს ჰარისონ ბარნსმა და კელდონ ჯონსონმა.
„სან ანტონიო სპურსს“ 28 გამარჯვება და 38 მარცხი აქვს. ამ მომენტისთვის ტეხასური გუნდი NBA-ის დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრის მინიმალური შანსი აქვს.