სანდრო მამუკელაშვილმა „მემფისის“ წინააღმდეგ „სან ანტონიოს“ 9 ქულა შესძინა #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილმა „მემფისის“ წინააღმდეგ „სან ანტონიოს“ 9 ქულა შესძინა #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ სტუმრად „მემფის გრიზლის“ შეხვდა და 109:128 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მძიმე ფოვარდმა კვლავ ლიმიტირებული დრო მიიღო. მამუკალაშვილმა მოედანზე 3:46 წუთი გაატარა, რა დროშიც თავის გუნდს 9 ქულა შესძინა. სანდრომ თამაშიდან 3-დან 3 ტყორცნა გამოიყენა, მის ანგარიშზეა ერთი ჩაგდებული საჯარიმო ტყორცნაც.

„სან ანტონიოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 27 ქულა ფრანგმა ვიქტორ ვემბანიამამ დააგროვა, მის ანგარიშზე ასევე იყო 10 მოხსნა.

ამ მომენტისთვის ტეხასური გუნდი NBA-ის დასავლეთ კონფერენციაში პლეი ოფის ზონის მიღმა, მე-12 ადგილზეა.