სანდრო მამუკელაშვილმა „ლეიკერსის“ მაისურით საუკეთესო მატჩი ჩაატარა – ქართველმა „ატლანტასთან“ ხუთი სამქულიანი ჩააგდო #1TVSPORT

08:30, 10.11.2026

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ქართველი კალათბურთელის „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ სტუმრად „ატლანტა ჰოუქსს“ დაუპირისპირდა და 124:114 დაამარცხა.

მოედანზე გატარებულ 32 წუთში ქართველმა კალათბურთელმა 23 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მამუკელაშვილმა რვიდან ხუთი სამქულიანი ჩააგდო, მის ანგარიშზე ასევე თითო ჩაჭრა და დაფარებაა.

საქართველოს ნაკრების მოთამაშისთვის 23 ქულა და ხუთი სამქულიანი სეზონის საუკეთესო შედეგია.

„ლეიკერსის“ შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ლუკა დონჩიჩი იყო, რომელმაც 32 ქულით, 8 მოხსნითა და 10 შედეგიანი გადაცემით ორმაგი დუბლი შეასრულა. უოკერ კესლერმა 21 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო „ატლანტას“ რიგებში 21 ქულით სი ჯეი მაკკოლუმი გამოირჩა.

„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა და დასავლეთ კონფერენციაში ერთ-ერთ ლიდერად რჩება. კალიფორნიულ გუნდს 12 მატჩში 10 მოგება და 2 წაგება აქვს.

მსგავსი