სანდრო მამუკელაშვილმა „გოლდენ სტეიტთან“ „სან ანტონიოს“ 14 ქულა და 11 მოხსნა შესძინა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სანდრო მამუკელაშვილის გუნდი „სან ანტონიო სპურსი“ საკუთარ მოედანზე „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ შეხვდა და 106:148 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 25 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 14 ქულა, 11 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა  და ერთი დაფარება შესძინა. მამუკელაშვილმა თამაშიდან 10-დან 6 ტყორცნა გამოიყენა, მან ასევე ერთი საჯარიმო ჩააგდო.

ქართველზე მეტი ქულა „სან ანტონიოს“ რიგებში მხოლოდ ერთმა კალათბურთელმა, კელდონ ჯონსონმა დააგროვა – 19.

ამ მომენტისთვის ტეხასურ გუნდს 32 გამარჯვება და 43 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი NBA-ს დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.