სანდრო მამუკელაშვილმა „დეტროიტის“ წინააღმდეგ „სან ანტონიოს“ 10 ქულა შესძინა #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილმა „დეტროიტის“ წინააღმდეგ „სან ანტონიოს“ 10 ქულა შესძინა #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ სათამაშო დღეს სანდრო მამუკელაშვილის გუნდი „სან ანტონიო“ საკუთარ მოედანზე „დეტროიტ პისტონსს“ შეხვდა და 110:125 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მოედანზე 22 წუთი გაატარა, რა დროშიც თავის გუნდს 10 ქულა, 7 მოხსნა, 2 ასისტი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა. მამუკელაშვილმა თამაშიდან 10-ჯერ შეუტია და 4 ტყორცნა გამოიყენა, მან ასევე 2 საჯარიმო ჩააგდო.

„სან ანტონიოს“ ვერ ეხმარებოდა ფრანგი ვიქტორ ვემბანიამა, რომელმაც მხრის მძიმე ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლომდე თამაშს ვერ მოახერხებს.

დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქიც“. ქართველი ცენტრალური თავდამსხმელის გუნდმა შინ „მემფისთან“ 104:105 წააგო.

ბითაძემ მწვრთნელისგან 18:51 წუთი მიიღო, რა დროშიც 4 ქულას, 5 მოხსნასა და 4 დაფარებას მოუყარა თავი.

ამ მომენტისთვის „სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში პლეი ოფის ზონის მიღმა, მე-12 ადგილზეა, ხოლო „ორლანდო“ აღმოსავლეთში მე-7 პოზიციას იკავებს. მამუკელაშვილი და ბითაძე ევრობასკეტის შესარჩევ მატჩებში საქართველოს ნაკრებს ვერ ეხმარებიან, რადგან შუა სეზონში NBA-ს გუნდები მოთამაშეებს ეროვნულ გუნდებში არ უშვებენ. ორივე მათგანი 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს.