სანდრო მამუკელაშვილმა და მისმა „სეტონ ჰოლმა“, ამჯერად „მერილენდი“ დაამარცხეს
სანდრო მამუკელაშვილმა და მისმა „სეტონ ჰოლმა“, ამჯერად „მერილენდი“ დაამარცხეს

სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“ „მერილენდი“ 78:74 დაამარცხა. 19 წლის ქართველი ფორვარდი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 31 წუთში 3 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 2-დან 1 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო. „სეტონ ჰოლის“ შემადგენლობაში 27 ქულა მაილს პაუელმა, 23 კი მაილს კალემ დააგროვეს. აღნიშნული შეხვედრით „სეტონ ჰოლმაარასაკონფერენციო მატჩები 8 მოგებით და 3 მარცხით დაასრულა.

სეტონ ჰოლი“ 30 დეკემბრიდან Big East-ის ჩემპიონატში ჩაებმება. მამუკელაშვილის გუნდის პირველი მეტოქე „სეინთ ჯონსი“ იქნება, რომელიც ჯერჯერობით დაუმარცხებელია. Big East-ის კონფერენციაში 10 გუნდია და ისინი ერთმანეთს 2 წრედ, შინ და სტუმრად დაუპირისპირდებიან, რის შემდეგაც საუკეთესოები პლეი ოფში იასპარეზებენ და კონფერენციის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.