სანდრო მამუკელაშვილმა ახალ სეზონში „სან ანტონიოსთან“ ერთად პირველი მატჩი გამართა #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილმა ახალ სეზონში „სან ანტონიოსთან“ ერთად პირველი მატჩი გამართა #1TVSPORT

NBA-ში კლუბები ახალი სეზონისთვის ემზადებიან. პირველი საგამოფენო მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“, რომელმაც სტუმრად „ოკლაჰომასთან“ დაძაბულ ბრძოლაში ერთი ქულის სხვაობით წააგო – 121:122.

ამერიკელები წინასასეზონო მატჩებს საგამოფენოს უწოდებენ. ამ შეხვედრებში მწვრთნელები ახალგაზრდა მოთამაშეებსა და ახალწვეულებს ცდიან. შესაბამისად, ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევათ წამყვან კალათბურთელებს. შესაძლოა ამიტომაც მამუკელაშვილი მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა მხოლოდ 8 წუთი ათამაშა.

ამ დროში საქართველოს ნაკრებს ფორვარდმა 2 ქულა და თითო მოხსნა-პასი მოაგროვა.

19 წუთი ითამაშა დრაფტის პირველმა ნომერმა ვემბანიამამ, რომელმაც „სპურსში“ ჩატარებულ პირველივე მატჩში თავი გამოიჩინა – 20 ქულა, 5 მოხსნა.

„სან ანტონიო“ მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს „მაიამისთან“ შინ გამართავს.