სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ NBA-ს მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა #1TVSPORT
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დასავლეთის ტურნე ტრიუმფით დაასრულა სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“. კანადელებმა პირველი მატჩის „ლეიკერსთან“ წაგების შემდეგ ზედიზედ ოთხი გასვლითი შეხვედრა მოიგეს. მეოთხე გამარჯვება NBA-ს მოქმედ ჩემპიონთან, „ოკლაჰომასთან“ მოიპოვეს – 103:101.
სანდრო მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და 32 წუთი ითამაშა. დროის ამ მონაკვეთში მან 10 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მოაგროვა. 23 ქულით „ტორონტოს“ ბომბარდირი იმანუელ ქუიქლი გახდა. „ოკლაჰომას“ კი გილგეუს-ალექსანდერის 24-მა ქულამ ვერ უშველა.
„რეპტორსს“ 29 მოგება, 19 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩს, უკვე შინ, 29 იანვარს „ნიუ იორკის“ წინააღმდეგ გამართავს.