სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ NBA-ს სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი მატჩი გამართა #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ NBA-ს სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი მატჩი გამართა #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა, „ტორონტო რეპტორსმა“ NBA-ს ახალი სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი მატჩი სტუმრად „ბოსტონ სელტიქსთან“ გამართა და 108:110 დამარცხდა.

მამუკელაშვილმა მთავარი მწვრთნელისგან 22 წუთი მიიღო, ხოლო საკუთარ გუნდს 5 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა. ქართველმა მოთამაშემ ერთი სამქულიანი და ერთი ორქულიანი ჩააგდო.

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის დაწყებამდე „ტორონტო რეპტორსი“ კიდევ ერთ მატჩს გამართავს 18 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე „ბრუკლინ ნეტსთან“.

2025/2026 წლის სეზონს კანადური კლუბი „ატლანტა ჰოუქსთან“ გასვლითი შეხვედრით გახსნის.