სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ სტუმრად „პორტლენდი“ დაამარცხა #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ სტუმრად „პორტლენდი“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა, „სან ანტონიო სპურსმა“ სტუმრად „პორტლენდ ტრეალბლეიზერსი“ 118:116 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდმა შეხვედრაში 12 წუთი მიიღო, რა დროშიც 5 მოხსნა დააგროვა, სანდრომ ორჯერ მეტოქის ფარიდან მოხსნა ბურთი, ხოლო სამჯერ – საკუთარი ფარიდან.

„სან ანტონიოს“ რიგებში საუკეთესო 28 ქულით ფრანგი ვიქტორ ვემბანიამა იყო, 23 ქულით დაასრულა შეხვედრა დავინ ვესელმა, ხოლო თავის გუნდს 19 ქულა ჟულიან შამპანიემ შესძინა.

25 შეხვედრის შემდეგ ტეხასურ გუნდს 13 გამარჯვება და 12 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა.