სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ სტუმრად „იუტა“ დაამარცხა #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ სტუმრად „იუტა“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) საქართველოს ნაკრების წევრის, სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა, „სან ანტონიომ“ სტუმრად „იუტა“ 128:115 დაამარცხა.

ქართველმა მოთამაშემ მცირე სათამაშო დრო, 5 წუთი მიიღო და თავის გუნდს 4 ქულა შესძინა. მამუკელაშვილმა 2-დან 2 ტყორცნა გამოიყენა.

„სან ანტონიოს“ რიგებში საუკეთესო ფრანგი ვიქტორ ვემბანიამა იყო, მან „იუტას“ წინააღმდეგ 32 ქულასა და 6 მოხსნას მოუყარა თავი.

18 მატჩის შემდეგ ტეხასელებს 10 გამარჯვება და 8 მარცხი აქვთ, ამ შედეგით კი NBA-ს დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე არიან.