სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ საგამოფენო შეხვედრაში „ჰიუსტონ როკეტსი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ში გრძელდება წინასასეზონო საგამოფენო მატჩები. რეგულარული სეზონის დაწყებამდე უკანასკნელი საშინაო შეხვედრა ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდმა „ჰიუსტონ როკეტსი“ 117:103 დაამარცხა.

„სან ანტონიოს“ მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ პოპოვიჩმა შემადგენლობაში მყოფ, თითქმის, ყველა კალათბურთელს მისცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. მამუკელაშვილმა 7:31 წუთი მიიღო, რა დროშიც 4 ქულა, 1 მოხსნა, 1 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.

მასპინძელთა რიგებში საუკეთესო დავინ ვასელი იყო, მან 25 ქულა ჩააგდო. რაც შეეხება NBA-ის დრაფტის წლევანდელ პირველ ნომერს, ვიქტორ ვემბანიამას, ფრანგმა ტეხასელებს 20 წუთში 15 ქულა მოუტანა.

სეზონისთვის მზადებას „სან ანტონიო“ 21 ოქტომბერს „გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ გასვლითი მატჩით დაასრულებს, ხოლო რეგულარულის პირველ თამაშს 26 ოქტომბერს „დალასის“ წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს.