სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ „კლიპერსი“ დაამარცხა #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ „კლიპერსი“ დაამარცხა #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ 2025 წელს პირველი შეხვედრა ჩაატარა და „ლოს ანჯელეს კლიპერსი“ 122:86 დაამარცხა.

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის გუნდების შეხვედრაში ქართველმა მოთამაშემ 7:52 წუთი მიიღო, რა დროშიც 4 ქულა, 4 მოხსნა, 1 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში. მამუკელაშვილმა თამაშიდან 3-ჯერ ისროლა, საიდანაც 2-ჯერ ზუსტი იყო.

„სან ანტონიოს“ რიგებში საუკეთესო ფრანგი ცენტრალური თავდამსხმელი ვიქტორ ვემბანიამა გახლდათ, მის ანგარიშზე 27 ქულა, 9 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემაა.

ამ მომენტისთვის ტეხასელები 17 გამარჯვებითა და 16 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზე არიან.