სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ დაძაბულ შეხვედრაში „კლივლენდთან“ დამარცხდა #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ დაძაბულ შეხვედრაში „კლივლენდთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მორიგი მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“. ტეხასური გუნდი საკუთარ მოედანზე „კლივლენდთან“ 113:114 დამარცხდა.

მამუკელაშვილმა ამ მატჩში მწვრთნელისგან 12 წუთი მიიღო. ამ დროის მანძილზე ქართველმა „სან ანტონიოს“ 5 ქულა და 5 მოხსნა შესძინა. სანდრომ ერთი სამქულიანი და ერთი ორქულიანი ჩააგდო.

მასპინძელთა რიგებში საუკეთესო 24 ქულით დევინ ვასელი იყო, ხოლო შეხვედრა 23 ქულით დაასრულა გამოცდილმა ჰარისონ ბარნსმა.

რეგულარული სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე „სან ანტონიოს“ 32 გამარჯვება და 45 მარცხი აქვს, დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის შანსი აღარ აქვს.