სანდრო მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და მოგება გიორგი ბეჟანიშვილის გუნდთან [ვიდეო] #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და მოგება გიორგი ბეჟანიშვილის გუნდთან [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ის განვითარების ლიგაში ერთმანეთს სანდრო მამუკელაშვილის „ვისკონსინ ჰერდი“ და გიორგი ბეჟანიშვილმა „სკაიჰოუკსი“ შეხვდნენ. შეხვედრა ვისკონსინელებმა 120:116 მოიგეს, რაშიც სოლიდური წვლილი მამუკელაშვილს მიუძღვის: სანდრომ 35 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლით გამოიჩინა თავი – მან 29 ქულასა და 16 მოხსნას 7 პასი მიამატა.

23 წლის ქართველმა ფორვარდმა თამაშიდან 20-იდან 11 სროლა გამოიყენა, მან 5-იდან 4 სამქულიანი ჩააგდო.

გიორგი ბეჟანიშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩერთო. მან 21 წუთი ითამაშა და მოკრძალებული სტატისტიკა ჰქონდა – 2 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი.

NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში გოგა ბითაძის „ინდიანამ“ „პორტლენდს“ უმასპინძლა და 108:99 დაამარცხა. 23 წლის ქართველი ცენტრი თამაშში პირველი მეოთხედის მიწურულს ჩაერთო. გოგამ მოედანზე 4:43 წუთი გაატარა, რა დროშიც თავის გუნდს 2 მოხსნით, თითო-თითო პასითა და ჩაჭრით დაეხმარა.