სანდრო მამუკელაშვილის ორი სამქულიანი – „სან ანტონიო“ „კლიპერსთან“ დამარცხდა #1TVSPORT

11:09, 09.04.2025

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მორიგი მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“. ტეხასური გუნდი „კლიპერსთან“ 117:122 დამარცხდა.

მამუკელაშვილმა ამ მატჩში მწვრთნელისგან 23 წუთი მიიღო. ამ დროის მანძილზე ქართველმა „სან ანტონიოს“ 8 ქულა და 2 მოხსნა შესძინა. სანდრომ ორი სამქულიანი და ერთი ორქულიანი ჩააგდო.

რეგულარული სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „სან ანტონიოს“ 32 გამარჯვება და 47 მარცხი აქვს, დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის შანსი აღარ აქვს.

მსგავსი