სანდრო მამუკელაშვილის მესამე გამარჯვება კონფერენციაში
სანდრო მამუკელაშვილის მესამე გამარჯვება კონფერენციაში

ამერიკის კოლეჯების ლიგის Big East-ის კონფერენციაში მეოთხე მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“, რომელმაც ჯორჯტაუნის უნივერსიტეტს უმასპინძლა და 78:67 დაამარცხა.

ეს არ იყო საუკეთესო მატჩი „სეტონის“ ქართველი ფორვარდის, სანდრო მამუკელაშვილისთვის. მან 25 წუთში 2-2 ქულა-პასი, 1 დაფარება და 3 მოხსნა მოაგროვა. გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს სანდროს გუნდელებმა როდენმა (26 ქულა, 12 მოხსნა) და კეილმა (30 ქულა).

ოთხი ტურის შემდეგ 3 მოგებით „სეტონ ჰოლი“ 11-გუნდიან კონფერენციაში მე-3 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს 3 იანვარს ბატლერის წინააღმდეგ გამართავს.