სანდრო მამუკელაშვილის 7 ქულა – „ლეიკერსმა“ „პორტლენდი“ დაამარცხა #1TVSPORT

10:06, 07.11.2026

NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ საკუთარ მოედანზე „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 124:118 დაამარცხა.

გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში ითამაშა საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც მოედანზე 20 წუთი გაატარა. ამ დროში ქართველმა ფორვარდმა 7 ქულა, 3 მოხსნა, ერთი ჩაჭრა, ერთი დაფარება და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მამუკელაშვილმა თამაშიდან ექვსი სროლა შეასრულა და ორი გამოიყენა, მათ შორის სამი სამქულიანიდან ერთი ჩააგდო. ქართველმა კალათბურთელმა ორივე საჯარიმო სროლა ზუსტად შეასრულა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი „ლეიკერსმა“ მეტოქეზე 19 ქულით მეტი ჩააგდო (+19).

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ლუკა დონჩიჩი გახდა, რომელმაც 51 ქულა, 5 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ოსტინ რივზმა გამარჯვებას 23 ქულა შემატა, ხოლო უოკერ კესლერმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 16 ქულა და 12 მოხსნა.

„ლეიკერსს“ რვა გამარჯვება და ორი მარცხი აქვს – ამ შედეგით კალიფორნიელები დასავლეთ კონფერენციის სათავეში არიან.

მსგავსი