სანდრო მამუკელაშვილის 18 ქულა „ქსავიერთან“
სანდრო მამუკელაშვილის 18 ქულა „ქსავიერთან“

Big East-ის კონფერენციის მე-5 ტურში სეტონჰოლელმა მეკობრეებმა „ქსავიერ მუშკეტერებს“ უმასპინძლეს და დამაჯერებელი სხვაობით – 85:68 დაამარცხეს. სანდრო მამუკელაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მან გამარჯვებულთაგან ყველაზე მეტი ქულა მოაგროვა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც 18 ქულა, 7 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მას პასივში 6 დაკარგვა ჰქონდა, თუმცა ნახსენები შედეგიანობის გათვალისწინებით ის მატჩის საუკეთესო მაინც გახდა.

სეტონ ჰოლს“ Big East-ში ყველაზე მეტი, 4 გამარჯვება აქვს და 1 წაგების გამო პირველ ადგილზე მყოფ, დაუმარცხებელ „ვილანოვას“ ჩამორჩება. შემდეგ მატჩს „მეკობრეები“ 3 იანვარს „ბატლერთან“ გამართავენ.