სანდრო მამუკელაშვილის 16 ქულა და 10 მოხსნა - „სან ანტონიომ“ „დენვერი“ დაამარცხა #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის 16 ქულა და 10 მოხსნა - „სან ანტონიომ“ „დენვერი“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სანდრო მამუკელაშვილის გუნდი „სან ანტონიო სპურსი“ სტუმრად „დენვერ ნაგეტსს“ შეხვდა და 113:106 გაიმარჯვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 23 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 16 ქულა, 10 მოხსნა და ერთი ჩაჭრა შესძინა. მამუკელაშვილმა თამაშიდან 15-დან 5 ტყორცნა გამოიყენა, მან ასევე 4 საჯარიმო ჩააგდო.

„სან ანტონიოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 20 ქულა ჰარისონ ბარნსს ჰქონდა, ხოლო გამოცდილმა გამთამაშებელმა, კრის პოლმა თავის გუნდს 17 ქულა შესძინა.

ამ მომენტისთვის ტეხასურ გუნდს 33 გამარჯვება და 43 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი NBA-ს დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.