სანდრო მამუკელაშვილის 10 ქულა „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „ლეიკერსმა“ NBA-ს პრესეზონზე მორიგი მატჩი საკუთარ მოედანზე „გოლდენ სტეიტთან“ გამართა და 89:101 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა კალათბურთელმა მოედანზე 21 წუთი გაატარა, ხოლო გუნდს 10 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
„ლეიკერსის“ რიგებში საუკეთესო 28 ქულით ოსტინ რივსი გახლდათ.
მომდევნო მატჩს რეგულარული სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე „ლეიკერსი“ 17 ოქტომბერს „დენვერთან“ ჩაატარებს.