სანდრო მამუკელაშვილი - ვიბრძვით ქვეყნისთვის, დიდი მადლობა გულშემატკივრებს #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილი - ვიბრძვით ქვეყნისთვის, დიდი მადლობა გულშემატკივრებს #1TVSPORT

თურქეთთან გამარჯვების შემდეგ (88:83) პრესკონფერენციაზე სანდრო მამუკელაშვილი გამოცხადდა:

„დიდი მადლობა ფანებს, საოცარი ატმოსფერო იყო. ვეთამაშეთ ძალიან ძლიერ გუნდს. გვაკლია შენგელია და ბითაძე, მაგრამ ყველამ, ანდრონიკაშვილმა, ჯინჭარაძემ, ბექაურმა ძალიან კარგად ითამაშეს.

ახლა უნდა დავმშვიდდეთ და მუშაობა განვაგრძოთ. უნდა ვიბრძოლოთ გუნდისთვისა და ქვეყნისთვის.“

სანდრო მამუკელაშვილმა ყველაზე მეტი, 45 წუთი ითამაშა:

„ყველაფრისთვის მომზადებული უნდა იყო. დავიღალე თუ არა? კალათბურთის თამაში მსიამოვნებს და ნამდვილად არასოდეს დავიღლები.“