სანდრო მამუკელაშვილი, სავარაუდოდ, „ტორონტო რეპტორსს“ დატოვებს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების წევრს, სანდრო მამუკელაშვილს ახალი სეზონის დაწყების წინ არჩევანი აქვს – ან გამოიყენოს „ტორონტო რეპტორსთან“ კონტრაქტში არსებული პუნქტი და კლუბთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმოს, ან ახალი გუნდი მოძებნოს.
ამ უფლების გამოყენების შემთხვევაში, იგი კანადურ გუნდში 2026/2027 წლების სეზონშიც დარჩება და მისი ხელფასი, წინა სეზონის 2.46 მილიონი დოლარის ნაცვლად, 2.8 მილიონამდე გაიზრდება.
თუმცა, როგორც ცნობილი ჟურნალისტი მაიკლ სკოტო აღნიშნავს, მამუკელაშვილი ამ პუნქტის გამოყენებას არ აპირებს და შეუზღუდავი თავისუფალი აგენტის სტატუსით ბაზარზე გასვლას აპირებს, რათა სხვა კლუბებისგან უკეთესი შეთავაზებები მოისმინოს.
გასულ სეზონში „ტორონტოს“ რიგებში მამუკელაშვილმა 80 მატჩი ჩაატარა. საშუალოდ მედანზე გატარებულ 21.9 წუთში ის 11.2 ქულას, 4.9 მოხსნას და 1.9 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.