სანდრო მამუკელაშვილი - ძალიან გვიხარია, თუმცა წინ დიდი გზა გვაქვს #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილი - ძალიან გვიხარია, თუმცა წინ დიდი გზა გვაქვს #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრებთან 2025 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვების შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, მატჩის საუკეთესო მოთამაშემ, სანდრო მამუკელაშვილმა გააკეთა.

„ძალიან გვიხარია, მაგრამ წინ დიდი გზა გვაქვს. ბედნიერები უნდა ვიყოთ, როგორც ვითამაშეთ და შემდეგი მატჩებიც ასეთი მობილიზებით უნდა ჩავატაროთ, რათა ჯგუფიდან გავიდეთ.

გამარჯვებაში საკვანძო როლი სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა კალათბურთელებმა შეასრულეს, მათ მაქსიმუმი გაიღეს გუნდისთვის. მნიშვნელოვანი იყო კაპიტნის, თორნიკე შენგელიას ჩვენ გვერდით ყოფნა“, – განაცხადა მამუკელაშვილმა.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე მომდევნო მატჩს 30 აგვისტოს იტალიასთან ჩაატარებს. 16:00 საათიდან შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.