სანდრო მამუკელაშვილი - ძალიან გახარებული ვარ, წინ დიდი მატჩი გველოდება #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილმა 2025 წლის ევრობასკეტის მერვედფინალში საფრანგეთის ნაკრებთან საქართველოს ისტორიული გამარჯვების შესახებ კომენტარი გააკეთა.
„დარწმუნებული ვიყავი, რომ გამოვიდოდით და ვიბრძოლებდით. ყველამ ძალიან კარგად ითამაშა – ბოლდუინმა, ბითაძემ. ბურჯანაძე კარგად შემოვიდა, ასევე ოჩხიკიძე. მათ თავიანთი გასაკეთებელი გააკეთეს. ასე როცა ვთამაშობთ, მუდამ ვიგებთ.
გახარებული ვარ. წინ დიდი მატჩი გველოდება და შემართებით უნდა ვიყოთ“, – განაცხადა მამუკელაშვილმა.
საქართველოს ნაკრები პირველად ითამაშებს ევრობასკეტის მეოთხედფინალში, სადაც ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. გუნდებს შორის მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.