სანდრო კობახიძე „ლოკომოტივში" გადასვლაზე - არ მიმაჩნია, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია
სანდრო კობახიძე „ლოკომოტივში" გადასვლაზე - არ მიმაჩნია, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია

სანდრო კობახიძე კარიერას თბილისის „ლოკომოტივში“ გააგრძელებს – ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტი გააფორმა და თბილისელთა რიგებში 30-ნომრიანი ფორმით ითამაშებს.

„გულზე ხელს დავიდებ და ისე ვიტყვი, რომ „ლოკომოტივით” ჯერ კიდევ უკრაინაში გამოსვლის დროს დავინტერესდი – ძალიან საინტერესო გუნდია და საინტერესო მწვრთნელი ჰყავს. როდესაც დნეპროპეტროვსკის „დნიპროდან” წამოვედი, კონკრეტული და საინტერესო წინადადებით ამ გუნდმა მომმართა. ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ დავბერდი და საქართველოში ამიტომ ჩამოვედი. მე ახალ გუნდში მოტივირებული ვარ და არ მიმაჩნია, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია”, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან სანდრო კობახიძე.

32 წლის გამოცდილ შემტევ ნახევარმცველს საქართველოს ნაკრებში 35 მატჩში აქვს ჩატარებული. მისი ბოლო გუნდი დნეპროპეტროვსკის „დნიპრო” იყო.