სანდრო კალანდაძე - საქართველოს ნაკრებში გამოძახებით ძალიან ვამაყობ #1TVSPORT
სანდრო კალანდაძე - საქართველოს ნაკრებში გამოძახებით ძალიან ვამაყობ #1TVSPORT

სანდრო კალანდაძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში გამოძახებაზე კომენტარი გააკეთა. „დინამო თბილისის“ 22 წლის მცველი ახალგაზრდულ ევრო 2023-ზე გამოსვლის შემდეგ ეროვნულ გუნდში პირველად გამოიძახეს.

„ყველა ფეხბურთელისთვის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ოცნებაა, რა თქმა უნდა, სანაკრებო სიაში ჩემი სახელის ხილვა ძალიან გამიხარდა. ვფიქრობ, რომ შრომა დამიფასდა და თუ შესაძლებლობა მომეცემა, ყველაფერს გავაკეთებ ქართველი გულშემატკივრის გასახარებლად. ძალიან ვამაყობ, რომ ჩვენი ქვეყნის სახელის დაცვა ასეთ დონეზე შემეძლება, ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი პასუხისმგებლობაა“, – ამბობს ალექსანდრე კალანდაძე.

ვილი სანიოლმა „დინამო თბილისის“ 22 წლის მცველი იმ 23 ფეხბურთელს შორის დაასახელა, რომლებიც სექტემბრის მატჩებისთვის მოემზადებიან. ვილი სანიოლის გუნდი 8 სექტემბერს თბილისში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 12 სექტემბერს კი ნორვეგიას ოსლოში ესტუმრება.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის განაცხადში ორი დებიუტანტია. სანდრო კალანდაძესთან ერთად, ფრანგმა სპეციალისტმა ესპანური „ლევანტეს“ საყრდენი ნახევარმცველი, 24 წლის გიორგი ქოჩორაშვილი მოიწვია.