სანდრო ბაზაძემ ვარშავის მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
სანდრო ბაზაძემ ვარშავის მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ვარშავის მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში მან მასპინძელთა წარმომადგენელთან, კრშიშტოფ კაცზსკოვსკისთან 13-15 წააგო.

სანდრო ბაზაძემ მიმდინარე 2022/23 წლების სეზონში ჩატარებულ ოთხივე პრესტიჟულ ტურნირზე (მსოფლიო თასი და გრან პრი) ფინალში იასპარეზა. ალჟირის მსოფლიო თასსა და ტუნისის გრან პრიზე ჩემპიონი გახდა, ორლეანის გრან პრიზსა და ვარშავის მსოფლიო თასზე კი ვერცხლის მედლები მოიპოვა.

ამასთან ერთად, გრძელდება უნიკალური მიღწევა – გასული სეზონიდან მოყოლებული სანდრო ბაზაძე ზედიზედ მეშვიდე პრესტიჟულ ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან პრი, მსოფლიო თასი) მოხვდა საუკეთესო სამეულში.

ხვალ, 12 თებერვალს ვარშავაში მსოფლიო თასზე გუნდური შეჯიბრი გაიმართება. T 32-ში 13:30-ზე საქართველოს ნაკრები (სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გოგა კაკაურიძე, ლაშა კუჭუხიძე) ტუნისის ნაკრებს შეხვდება.