სანდრო ბაზაძემ ტუნისის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
სანდრო ბაზაძემ ტუნისის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

მსოფლიოს ნომერ პირველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალური ბრძოლა მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ ფარეს ფერჯანისთან მინიმალური ანგარიშით 14:15 დათმო.

აღსანიშნავია, რომ შარშან ტუნისის გრან-პრი სწორედ სანდრო ბაზაძის გამარჯვებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძე 2022-2023 წლებში მამაკაცებს შორის ხმლით ფარიკაობაში საპატიო პრიზის მფლობელია. სანდრო პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც ეს პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა.