სანდრო ბაზაძემ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია გაინაღდა

13:48, 09.03.2020

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ვაჟთა შორის ხმლით ფარიკაობაში, საქართველოს ზედიზედ მეორედ სანდრო ბაზაძე წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი სალიცენზიო ტურნირი (20-22 მარტი, ბუდაპეშტის მსოფლიო თასი) დარჩენილია, სანდრომ „ტოკიო 2020“-ში ასპარეზობის უფლება გაინაღდა.

ვაჟთა შორის შეჯიბრი პირად პირველობაში, ხმლით ფარიკაობაში, 25 ივლისს ტოკიოს საგამოფენო ცენტრ „მაკუჰარი მესეში“ ჩატარდება.

მსგავსი