სანდრო ბაზაძემ რუსი სპორტსმენების ტურნირებზე დაშვების გამო ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია გააკრიტიკა #1TVSPORT
სანდრო ბაზაძემ რუსი სპორტსმენების ტურნირებზე დაშვების გამო ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია გააკრიტიკა #1TVSPORT

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIE) მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირებზე დაუშვას.

FIE-ს გადაწყვეტილება გააპროტესტა მსოფლიოს ნომერმა პირველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ, რომელიც ამ საკითხს ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა:

„უბრალოდ, მინდა, ვიცოდე, ასეთი უსამართლოა ეს სამყარო? FIE, არ გაქვთ ასე მოქცევის უფლება, როდესაც ბავშვები, უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან. ასე ადვილად იღებთ გადაწყვეტილებას? გვერწმუნეთ, ჩვენ თქვენზე ძლიერები ვართ. ამას არ დავუშვებთ. ჩემი მხარდაჭერა ოლგა ხარლანსა და ყველა უკრაინელ მოფარიკავეს“.