სანდრო ბაზაძემ რეიტინგის პირველი ნომერი, კორეელი სანგუკ ოჰი დაამარცხა და ტოკიო 2020-ის ნახევარფინალშია #1TVSPORT
სანდრო ბაზაძემ რეიტინგის პირველი ნომერი, კორეელი სანგუკ ოჰი დაამარცხა და ტოკიო 2020-ის ნახევარფინალშია #1TVSPORT

ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების 1/2 ფინალშია!

ოლიმპიური თამაშების 1/4 ფინალში ქართველმა მსოფლიო რეიტინგის ლიდერი – კორეელი სანგუკ ოჰი დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 15:12 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში სანდრო ბაზაძემ (რეიტინგში მე-8 ნომერია) ეგვიპტელი მეტოქე მოჰაბ სამერი ანგარიშით 15:10 დაამარცხა.

მეორე შეხვედრაში ასევე ეგვიპტელ ზიად ელსილს ანგარიშით 15:12 სძლია.

1/2 ფინალში სანდროს მეტოქე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი არონ შილაგი იქნება.

ფოტები: საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია